უკრაინამ რუსეთზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა სამასამდე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ტელეგრამ არხებით მოსკოვის სიახლოვეს დრონის იერიშის კადრები ვრცელდება. უკრაინული მედიის ცნობით, სამიზნე მოსკოვის ოლქში ავიატექნიკისა და დრონების საწარმო იყო. ფრენა შეწყდა მოსკოვის სამ აეროპორტში.
