დონალდ ტრამპი კანადას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ამერიკის 51-ე შტატი გახდეს
დონალდ ტრამპი კანადას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ამერიკის 51-ე შტატი გახდეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი წერს, რომ კანადას სურს ახლად ინიცირებული საჰაერო თავდაცვითი სისტემის „ოქროს გუმბათის“ მონაწილე გახდეს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუკი კანადა ცალკე სახელმწიფოდ დარჩება, ეს პროექტი 61 მილიარდი დოლარი დაუჯდება, ხოლო შტატებთან მიერთების შემთხვევაში, თავდაცვის სისტემას უფასოდ მიიღებს. დონალდ ტრამპის თქმით, კანადა ამ შეთავაზებას განიხილავს.
