ობამა, სოროსი და მემარცხენე გლობალისტები პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ცდილობენ - წერს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის უმრავლესობა
ობამა, სოროსი და მემარცხენე გლობალისტები პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ცდილობენ - წერს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის უმრავლესობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაგმოს კორუფცია და არჩევნებში ჩარევის ფაქტი და არ გაჩუმდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ჩარევის შედეგები მისთვის ხელსაყრელია. საგარეო კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, სადაც კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოების წინ განვითარებულ მოვლენებზე. წერილში ნათქვამია, რომ ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ დონალდ ტუსკის მხარდაჭერილ კანდიდატს, ხოლო მისი პოლიტიკური მეტოქეების დისკრედიტაციას ცდილობენ.