წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ პოლიტიკური შეფასებები კეთდება
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია წარმატებული იყო და ჩატარდა მაღალი პროფესიონალიზმით. მმართველი გუნდის შეფასებით, ბაჩიაშვილის დაკავება მაგალითია ყველასთვის ვინც სახელმწიფოს და კანონის წინააღმდეგ გადაწყვეტს მოქმედებას.
