შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობს
შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობს. გამოფენის მონაწილეები შეხვედრებს მართავენ ჩინურ ტურისტულ კომპანიებთან და პოტენციურ კლიენტებთან. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, შანხაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის, ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა. ჩინეთში იმყოფებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. გამოფენას საქართველოდან 40-მდე კერძო კომპანია ესწრება.
