ინფრასტრუქტურის მინისტრი მშენებლობის ინსპექტირების კომპანიებს შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი მშენებლობის ინსპექტირების კომპანიებს შეხვდა. იმსჯელეს უსაფრთხო და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინსპექტირების კომპანიების როლზე, სტანდარტების დაცვისა და პროფესიული კადრების მნიშვნელობაზე. რევაზ სოხაძეს განცხადებით, კომპანიებისგან მიღებულ ყველა რეკომენდაციას განიხილავენ და უზრუნველყოფენ ხარისხიან მომსახურებას.
