შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა. თეა ახვლედიანმა მას მადლობა გადაუხადა გაეროს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
