ამერიკული მუსიკის დაჯილდოება
ლას ვეგასში ამერიკული მუსიკის 51-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები 38 სხვადასხვა ნომინაციაში, მსმენელის ხმის მიცემის შედეგად დასახელდნენ. AMA-ის ქანთრის კატეგორიაში პირველი პრიზი მოიპოვა ბიონსემ, ემინემმა კი, მეცხრე ჯილდო ჰიპ ჰოპ არტისტის ნომინაციაში მიიღო. გამარჯვებულებს შორის არიან ლეიდი გაგა და ბრუნო მარსიც. წელს ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი აღიარება შვიდი პრიზით, ბილი აილიშს ერგო.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
