საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმი მიზნად ისახავს, სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის წარმომადგენელთა როლის ზრდას. ღონისძიებაზე წაიკითხეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი და მიმართვა დიასპორას.
