2004-2008 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა დიმიტრი სანაკოევმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
2004-2008 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა დიმიტრი სანაკოევმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მან 2008 წლის შვიდ აგვისტოს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა, სადაც როგორც ამბობს, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ თუ ცხინვალის რეგიონში დარღვევები გაგრძელდებოდა, ცხინვალში შევიდოდა, ეს ყველაფერი კი უკვე შეთანხმებული იყო. თუმცა ვისთან და რა შეთანხმებაზეა საუბარი ამის შესახებ სანაკოევს ინფორმაცია არ აქვს. მან გაიხსენა ასევე შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან. სანაკოევის თქმით ყოფილი თავდაცვის მინისტრი არადეკვატური იყო და გადაწყვეტილების მიღების უნარი არ ჰქონდა.
