პრემიერ-მინისტრის შეფასებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ადრესატის გარეშე დამოუკიდებლობის დღის მილოცვა, არასწორი მიდგომაა და „დიფ სთეითის“ გავლენაზე მიუთითებს
პრემიერ-მინისტრის შეფასებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ადრესატის გარეშე დამოუკიდებლობის დღის მილოცვა, არასწორი მიდგომაა და „დიფ სთეითის“ გავლენაზე მიუთითებს. მმართველი გუნდის თქმით მისალოც წერილებში ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ხელოვნური და უსამართლოა. ამ ფორმით დამოუკიდებლობის დღის მილოცვის წერილი უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ლიეტუვის და ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რადგან საქართველოს სწორედ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ჰყავს.
