სალომე ზურაბიშვილი გუშინ საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო კიდევ ერთხელ გახდა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი
სალომე ზურაბიშვილი გუშინ საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო კიდევ ერთხელ გახდა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. ზურაბიშვილის გზავნილს არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება, ნაწილი კი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი შეფასებით, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპარლამენტარის მონაწილეობით გამართულმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ მათ ოპონენტებს არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ და არც დესტრუქციის რესურსი.
