მაკრონის, ტუსკის და მერცის ერთობლივი განცხადება - პრემიერ-მინისტრის შეფასება
პრემიერ-მინისტრის შეფასებით ემანუელ მაკრონის, დონალდ ტუსკისა და ფრიდრიხ მერცის განცხადება კარგად აჩვენებს, რომ ისინი რეალურად საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ევროპაში „დიფ სთეითი“ მძლავრობს. ირაკლი კობახიძის თქმით, გავრცელებული განცხადების შინაარსი ეწინააღმდეგება იმას, რაც ალბანეთში მას მაკრონმა უთხრა. მმართველი გუნდისთვის მიუღებელი და დაუშვებელია საქართველოში ნეგატიური დღის წესრიგის შექმნის ნებისმიერი მცდელობა. მაკრონის, ტუსკის და მერცის ერთობლივი განცხადება გუშინ გავრცელდა, რომელშიც დემოკრატიის უკუსვლასა და კანონების გადახედვაზეა საუბარი.
