ნიკა მელიას, ყოფილი თანაპარტიელები „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოუწოდებენ, არ გადაიხადოს გირაო
ნიკა მელიას, ყოფილი თანაპარტიელები „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოუწოდებენ, არ გადაიხადოს გირაო. საუბარია საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე. მმართველი გუნდი კი ოპოზიციის პოლიტიკურ სპეკულაციებსა და ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების მხრიდან სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს. მათი თქმით, ერთ-ერთ ასეთ მცდელობას, რომელიც 2021 წელს მელიას დაკავებას მოჰყვა, პასუხი 2023 წელს ევროპულმა სასამართლომ გასცა. სტრასბურგის გადაწყვეტილების თანახმად ნიკა მელიას დაკავებაც და მისი შემდგომი პატიმრობაც ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო და არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია.
