ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის მოწოდებით გამოდის
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის მოწოდებით გამოდის, რომლებიც მისი თქმით, „მშვიდობიანი შეკრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს“. მაიკლ ო ფლაერტის თქმით, ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა უნდა განახორციელოს და ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად უნდა იმუშაოს. ქართულ ოცნებაში კომისრის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეფასდა. მმართველი გუნდიდან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეახსენეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარების ავანგარდში სწორედ ენეჯეოები იდგნენ. ხოლო კანონები რომელიც საქართველოში მოქმედებს სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
