გიორგი ბაჩიაშვილს ადვოკატი შეხვდა
რუსთავის ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში, გიორგი ბაჩიაშვილს ადვოკატი შეხვდა, თუმცა როგორც უფლებადამცველი ამბობს, კონკრეტულ დეტალებზე ბაჩიაშვილი სასამართლო პროცესზე თავად ისაუბრებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი გუშინ დააკავა. უწყების ცნობით, ანონიმური შეტყობინებით გახდა ცნობილი, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. ბაჩიაშვილის დაკავებაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც.
