ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მიმდინარეობს
ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანი სპორტული მიმართულებით მომუშავე ექიმების, ფიზიოთერაპევტებისა და მწვრთნელების დაახლოების ხელშეწყობაა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
