გერმანული მედიის ცნობით, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებაზე ვერ თანხმდებიან, ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს
გერმანული მედიის ცნობით, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებაზე ვერ თანხმდებიან, ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს. პარალელურად „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ წერს, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სანქციების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის ხელმძღვანელმა დევიდ ოსალივანმა კი განაცხადა, რომ ზომების გამკაცრებაზე ტრანსატლანტიკური კოორდინაცია სრულად ჩამოიშალა.
