ევროკავშირმა, ომის გამო სამშობლოდან გაქცეული უკრაინელების დროებითი დაცვის პროგრამა შესაძლოა აღარ გაახანგრძლივოს
ევროკავშირმა, ომის გამო სამშობლოდან გაქცეული უკრაინელების დროებითი დაცვის პროგრამა შესაძლოა აღარ გაახანგრძლივოს. ეურაქტივის ინფორმაციით, ბრიუსელში, დახურულ კარს მიღმა განიხილავენ სტრატეგიებს, თუ როგორ დაასრულონ საგანგებო ვითარებაში მიღებული დირექტივა. სტატიის თანახმად, უკრაინელების დაცვის პროგრამის 1 წლით გახანგრძლივებას წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობა, თუმცა ეს პროცედურა სამართლებრივ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეურაქტივის ინფორმაციით, ევროკავშირი ცდილობს შეიმუშაოს გეგმა, როგორც ევროპაში დარჩენის მსურველი უკრაინელების, ასევე მათთვის, ვინც უკრაინაში დაბრუნებას გადაწყვეტს.
