ეარ ასტანამ ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა
ეარ ასტანამ ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. ყაზახეთიდან საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა. ატირაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი მიმართულებაა. ატირაუ-თბილისი-ატირაუს საჰაერო ხაზზე ეარ ასტანა კვირაში სამჯერ, იფრენს. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ეარ ასტანა კვირაში ხუთჯერ სიხშირით ავიარეისებს ასრულებს ალმათიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.
