პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გიორგი ვაშაძემ 50 000 ლარიანი გირაო გადაიხადა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გიორგი ვაშაძემ 50 000 ლარიანი გირაო გადაიხადა. წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც კომისიის წევრების სასამართლოში დაბარების საკითხს ეხებოდა.
