პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არასწორი მიდგომაა და დიფ სთეითის გავლენაზე მიუთითებს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არასწორი მიდგომაა და დიფ სთეითის გავლენაზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, დაყოფა კი არის არა მხოლოდ ხელოვნური და უსამართლო, არამედ ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მსგავსი შინაარსის მილოცვის წერილებით, ხალხი და ხელისუფლება გამიჯნეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ლიეტუვის და ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.