თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სერგეი ლავროვიც. როგორც რუსული მხარე იტყობინება, მხარეებმა უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტისკენ მიმართული ბოლო ძალისხმევა, ასევე, 16 მაისს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდგომ განვითარებული მოვლენები განიხილეს. შეხვედრაზე ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებულ საკითხებზეც იმსჯელეს.
