„ჰაიდენ ჰაიმმა“ სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა
„ჰაიდენ ჰაიმმა“ სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პლეი-აუტის საპასუხო შეხვედრაში „ელვერს ბერგს“ 2-ით ერთი მოუგო, ორი მატჩის ჯამში 4-ით 3 გაიმარჯვა და ელიტაში დარჩა. ბუდუ ზივზივაძე თამაშში 23-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო. გამარჯვების გოლი ჰაიდენ ჰაიმმა 95-ე წუთზე გაიტანა, საგოლე კომბინაციაში ქართველი ფეხბურთელიც მონაწილეობდა.
