ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას სურს, ევროკომისიამ მკაცრი ზომები მიიღოს უნგრეთის მიმართ, რომელმაც ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი აკრძალა
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას სურს, ევროკომისიამ მკაცრი ზომები მიიღოს უნგრეთის მიმართ, რომელმაც ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი აკრძალა. ინფორმაციას გამოცემა “პოლიტიკო” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრმა 14-მა ქვეყანამ ერთობლივი წერილი გაუგზავნა ევროკომისიას. ისინი მოუწოდებენ ბრიუსელს, დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველა არსებული იურიდიული რეგულირების საშუალება, რათა ბუდაპეშტი აიძულოს, უარი თქვას პრაიდის აკრძალვაზე.
