გერმანია მზად არის განიხილოს სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის ევროკავშირის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის შესაძლებლობა, თუ ეს ქვეყნები მომავალშიც გადაუხვევენ ევროკავშირის განვითარების შეთანხმებული კურსიდან
გერმანია მზად არის განიხილოს სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის ევროკავშირის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის შესაძლებლობა, თუ ეს ქვეყნები მომავალშიც გადაუხვევენ ევროკავშირის განვითარების შეთანხმებული კურსიდან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც არღვევენ კანონის უზენაესობას, შესაძლოა შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგანაც ყოველთვის არსებობს ევროპული ფონდების გაუქმების შესაძლებლობა.
