საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მადრიდის სიბელესის მოედანი ჩვენი ქვეყნის დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მადრიდის სიბელესის მოედანი ჩვენი ქვეყნის დროშის ფერებში განათდა. წითელ და თეთრ ფერებში განათდა ასტანაში მომავლის ენერგიის მუზეუმი, ასევე უზბეკეთში, ტაშკენტ სითის შენობები, ათენში კი ომონიის მოედანი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კანადის დედაქალაქის მერიის წინ საქართველოს დროშა აღიმართა. დროშის ფერებში განათდა ნიაგარას ჩანჩქერი.