თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, - წერს ქვეყნის პირველი კანონმდებელი. ეგრეთ წოდებული ვაიმარის სამეულის ლიდერების განცხადება შეაფასა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმაც.
