სიმბოლურია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად 26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
სიმბოლურია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, 26 მაისი, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული გმირი, საბჭოთა რეჟიმის მიერ ბევრჯერ იყო დაპატიმრებული, რეპრესირებული და გადასახლებული. ბოლო გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო. 35 წლის წინ, საეჭვო ვითარებაში სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. მერაბ კოსტავა დღეს 86 წლის გახდებოდა.
