კონცერტები საქართველოს მასშტაბით
მთელი დღის განმავლობაში საქართველოს ქალაქებში გალა კონცერტები იმართება. მსმენელის წინაშე გორის ცენტრში ანსამბლი „დიდგორი“, კვარტეტი „თბილისური“, ლაიკ ბენდი და ლიკა დოლიძე, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, სოფო ბედია, ბორის ბედია, გიორგი კელაპტრიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ცირა კობიაშვილი, მარიტა როხვაძე და გიორგი ელისაბედაშვილი გამოვიდნენ. კონცერტი გაიმართა თელავშიც - ქალაქის ცენტრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე ლიზა ბაგრატიონი და შვიდკაცა, ასევე ჯგუფი „მიქსტურა“ წარდგნენ. გალაკონცერტი გაიმართა ზუგდიდში. მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა ზვიად ბოლქვაძემ, ნათია პერანიძემ, ანი კეკუამ, ნეკა სებისკვერაძემ, სოფო ხალვაშმა, თიკა მახალდიანმა, მერაბ ვარდოსანიძემ, ინგა ბერაძემ, ნუგზარ კვაშალმა, სალომე ბაკურაძემ, გიორგი მეფისაშვილმა, კვარტეტმა „უნისონმა“ და ნინო გულიაშვილმა წარმოადგინეს. მცხეთაში კი შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე კვარტეტმა „რანინამ“, ჯგუფმა “ალეგრომ” და „გუფილენდმა“ იზრუნეს. ოზურგეთელებს 26 მაისი მიულოცეს თეატრალურმა კვარტეტმა, მასტერმა და ღამის შოუს ბენდმა. ხალხმრავლობაა რუსთავშიც - აქ მსმენელის წინაშე მოწვეული მუსიკოსების კონცერტი შედგა, რომელიც ჯგუფმა „ურსამ“ დახურა. ფოთში კი მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა ქალაქის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას თემურ თათარაშვილმა, ცისანა და ჯემალ სეფიაშვილებმა, მარიკა თხელიძემ, ნინი ქარსელაძემ, დათუნა მგელაძემ, გია ნიკოლაძემ, კახა კუხიანიძემ და „ქუჩის ბიჭებმა“ შესთავაზეს. კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ და ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი წარდგნენ მსმენელის წინაშე ბათუმში. გალაკონცერტი გაიმართა ქუთაისშიც. მსმენელის წინაშე დავით არჩვაძე, გელა დონაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სოფო პაპუაშვილი, ეკა კვალიაშვილი, სანდრო კობახიძე, ელენე ფოჩხუა, ქართული ხმები, დავით ილურიძის ბენდი, ანსამბლი ალილო და გიგა პაპასკირი წარდგნენ.
