ღონისძიებები თბილისში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობა ჩვენი ერის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა- აღნიშნავს ილია მეორე. 17 საათი და 10 წუთი- დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო წელსაც განსაკუთრებულად აღინიშნა. ეროვნული ჰიმნი ისმოდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში. ორბელიანების მოედანი ერთ-ერთი ადგილია, სადაც შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში მოწყობილი კუთხეები ყველა თაობის სტუმრისთვის იყო განკუთვნილი.

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები