ეს დღე ჩვენია
დამოუკიდებლობას მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება- ეს საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა. რამდენად მნიშვნელოვანია საუკუნეების ბრძოლით და თავგანწირვით მიღწეულის შენარჩუნება- ამაზე მთავრობის მეთაურმა გაამახვილა ყურადღება. ლიდერების მიმართვაც საზეიმო ცერემონიის ტრადიციული ნაწილია. ხელისუფლების წარმომადგენელთა გზავნილებს ხალხთან ერთად ისმენდნენ სტუმრებიც. მათ შორის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები