საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი. ეს დღე ჩვენია. თარიღი, რომელიც გვაერთიანებს და, რომელიც ასე გვეამაყება. ისტორია კი იწყება 1918 წელს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დამოუკიდებელი მთავრობა ჩამოაყალიბა. პოლიტიკური მმართველობის ფორმად კი დემოკრატიული სისტემა შეარჩია. პატარა ქვეყნის ამ მამაც გადაწყვეტილებას 3 წელიწადში წითელი არმიის შემოჭრა და საქართველოს ანექსია მოჰყვა. თუმცა ბრძოლა არც აქ შეწყვეტილა. 1991 წელს საყოველთაო რეფერენდუმით და მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით -საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გახდა. 26 მაისის საზეიმო ცერემონიაში თავდაცვის ძალები, ტრადიციულად, წელსაც მთავარ როლს ასრულებდა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ქვეყნის სამსახურში კიდევ 700 ახალგაზრდა ჩადგა. 2025 წლიდან წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადიან ეროვნულ სამხედრო სამსახურს.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები