ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. ქვეყნის პირველმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე. თქვეს, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს. ითქვა, რომ საქართველო ერთგულია ევროპული ღირებულებების და ღიაა თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისთვის. ხელისუფლების პირველმა პირებმა ხაზი გაუსვეს ორ მთავარ ეროვნულ ამოცანას, ტერიტორიული მთლიანობასა და ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერეს.
