თავისუფლების მოედანზე შვიდასამდე წვევამდელმა ფიცი დადო - თბილისის გარდა, წვევამდელებმა ფიცი დადეს ისტორიულ ადგილებზე
თავისუფლების მოედანზე შვიდასამდე წვევამდელმა ფიცი დადო. თბილისის გარდა, წვევამდელებმა ფიცი დადეს ისტორიულ ადგილებზე სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში, შიდა ქართლში და მცხეთა მთიანეთში. საზეიმო ცერემონიაში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობდა. სამხედრო მოსამსახურეებმა წაიკითხეს ჯარისკაცის მრწამსიც. სიმღერის „ჩონგური საქართველოა“ ფონზე საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.
