საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საქართველო მილოცვას იღებს მარკო რუბიოსგან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იმ საერთო ფასეულობებზე აკეთებს აქცენტს, რომელთაც ორი ქვეყნის მეგობრობა და პარტნიორობა ეფუძნება.
