მოეწყო ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს
მოეწყო ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიურ და ესპანურენოვან სამყაროში. მიღების ფარგლებში, ასევე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და საპატიო სტუმრებს- მსოფლიო ჩემპიონს ილია თოფურიასა და ცნობილ მომღერალ ალ ბანოს.
