ხონში მთელი დღის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, შემეცნებითი და გასართობ ღონისძიებები იმართება
ხონში მთელი დღის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, შემეცნებითი და გასართობ ღონისძიებები იმართება - საზეიმოდ მოწყობილი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გახსნილია თემატური, ისტორიული კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობას.