საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს მისალოცი წერილები გაუგზავნეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს მისალოცი წერილები გაუგზავნეს . თავიანთ გზავნილებში მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ მრავალწლიანი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის პერსპექტივას. მაკა ბოჭორიშვილმა მისალოცი წერილი მიიღო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან , წერილში ნათქვამია, რომ „უნგრეთი გულწრფელად აფასებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობებს“. მაკა ბოჭორიშვილმა მილოცვა მიიღო პოლონეთის , ბულგარეთის , თურქეთის, სომხეთის , სლოვაკეთის და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან . საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოცი გზავნილები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმაც გაუგზავნეს.მათ შორის ეუთოს გენერალური მდივანმა