რუსეთი ხარკოვის საზღვართან ძალების მობილიზებას ახდენს
რუსეთი ხარკოვის საზღვართან ძალების მობილიზებას ახდენს. ინფორმაციას „სკაი ნიუსი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, საზღვართან 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა კონცენტრირებული, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთმა ხარკოვის მიმართულებით შესაძლოა მასირებული იერიში დაიწყოს. როგორც ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი მაიკ კლარკი აცხადებს, საოკუპაციო ძალებს ამისთვის 4 თვე ექნებათ, სანამ მათ შეტევას უამინდობა არ შეაფერხებს.
