რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით გასული ღამის განმავლობაში 70-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 300-მდე დრონი გაუშვეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით გასული ღამის განმავლობაში 70-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 300-მდე დრონი გაუშვეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ომის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და დასავლელ პარტნიორებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
