განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2 ნაცნობს, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
