ბათუმში რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბათუმში რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რუსთაველის ქუჩას, ქვაფენილი ასფალტის საფარით შეიცვალა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, ბორდიურებსა და გარეგანათების სისტემას.
