ხვალ, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს
ხვალ, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს. გაიმართება მრავალფეროვანი მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები; სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს უნიკალური დაცული ტერიტორიების ისტორიას და ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოს ეროვნულ პარკებში.
