დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ფოთში მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ფოთში მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს. უწყების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი იქნება საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ასევე, ადგილზე მისულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები.
