სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოდიან
სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოდიან. ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე 7 მოპოვებული მედალია. შეჯიბრებაში ყველაზე მეტ ოქროს ალექსანდრე წივწივაძე დაეუფლა. მან 200 ს, 500 და 1000 მეტრიან დისტანციებზე პირველი ადგილი დაიკავა. ასევე ოქრო მოიპოვა ნიკოლოზ ოდიშელიძემ, ხოლო მანანო პეტრიაშვილი მეორე ადგილზე გავიდა. ქართველმა სპორტსმენებმა ორ ადგილიანი ნავით გაცურვაში ვერცხლი, ხოლო ოთხადგილიანი ნავით გაცურვაში, ისტორიაში პირველად ოქროს მედალი დაისაკუთრეს.