ზედიზედ მეორედ, გრაცის „შტურმი“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ავსტრიის ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ, გრაცის „შტურმი“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ბუნდესლიგის ბოლო ტურში გრაცელები უშუალო კონკურენტ „ვოლფს ბერგერს“ შეხვდნენ და მატჩი 1-1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების წევრმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეტოქე გუნდის რიგებში სანდრო ალთუნაშვილი იყო. კიტეიშვილმა 2024-2025 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ დაასახელეს. კიტეიშვილმა ავსტრიულ კლუბში მეოთხე ტიტული მოიგო. ქართველის გუნდი მომავალ წელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
