ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში დრონით იერიშის შედეგად ბავშვების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას იკვლევენ
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში დრონით იერიშის შედეგად ბავშვების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას იკვლევენ. პალესტინური მხარის ცნობით, ხან იუნისის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულ დარტყმას ერთი ოჯახიდან 9 ბავშვი ემსხვერპლა. მამა და მისი ერთი, 11 წლის შვილი სერიოზულად დაშავდნენ.
