რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული იერიში მიიტანა. კიევის ოლქში სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 16 დაშავდა. 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა ხმელნიცკის ოლქში. ჟიტომირში კი რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად 3 ბავშვია დაღუპული. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ოდესის, სუმის, მიკოლაევის, ხერსონის, დნეპრისა და ხარკოვის დასახლებულ რაიონებზეც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
