ნარკოდანაშაული - დაკავებული 3 ადამიანი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადების, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, 3 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“, „მდმა“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები. დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
